გიგა ლიპარტელიანის განცხადებით, კახი კალაძე საერთაშორისო დონის ნარკოტრეფიკშია ჩართული
გიგა ლიპარტელიანის განცხადებით, კახი კალაძე საერთაშორისო დონის ნარკოტრეფიკშია ჩართული
13:13 30.07.2012
პოლიტოლოგისა და პუბლიცისტის გიგა ლიპარტელიანის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე საერთაშორისო დონის ნარკოტრეფიკშია ჩართული.

როგორც ლიპარტელიანმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ნარკოტრეფიკის საქმეში ივანიშვილის და კალაძის გზები ერთმანეთს კვეთს. პოლიტოლოგის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის პოტსზე პუტინის მუშაობის დაწყების შემდეგ, ქვეყნიდან ლიბერალური კლანის წარმომადგენლები განიდევნენ და მათი ჩანაცვლება შუააზიური ბანდიტური, ოლიგარქიული კლანით მოხდა, რომლის ერთ-ერთ რგოლს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს.

პოლიტოლოგი ამტკიცებს, რომ შუააზიური ოლიგარქიული კლანის წარმომადგენლების საშუალებით, შუა აზიის ქვეყნებიდან ნარკოტიკები ევროპაში რუსეთის გავლით ხვდება, მათ შორის იტალიაშიც.

„ივანიშვილი და კალაძე თანამებრძოლები არიან, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია როგორ ხვდება იტალიაში ნარკოტიკები“ - აღნიშნა ლიპრატელიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი დეტალურად განმარტებული აქვს საკუთარ, ახლადგამოცემულ წიგნში - „სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალმა უნდა იცოდეს“

ლიპარტელიანის წიგნი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რუსეთში მოღვაწეობის პერიოდს ეხება.

ბეჭდვა