ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით
ზალკალიანმა ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგორ ცრნადაკისთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა აღნიშნეს. განსაკუთრებული ყურადღება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე საქართველოს წარმატებას დაეთმო.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ბოსნია და ჰერცოგოვინას მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურების თვალსაზრისით.
აღინიშნა ბოსნია და ჰერცოგოვინის მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების თაობაზე.
