პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს.
როგორც მოსიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და კახეთში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ადგილობრივებს შეხვდნენ.
დაზარალებულთა როგორც საცხოვრებელი სახლის შეკეთებაზე, ასევე, ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ არაერთი დაპირება გაისმა.
„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაცია მივმართავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებენ, აღნიშნული ფაქტით დაინტერესდნენ“ - განაცხადა მოსიაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში საქმე ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება, რომლებიც საკანონმდებლო რეგულაციებით აკრძალულია.
