ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
22:40 06.12.2018
ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-სხდომის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მეგობართა ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ხვალ ეუთოს სხდომაზე ერთობლივ განცხადებას მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით. ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების სათანადო წარმოჩენას ორგანიზაციის ფარგლებში. საქართველოს მეგობართა ჯგუფში შედიან: ბულგარეთი, კანადა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ნორვეგია, აშშ და დიდი ბრიტანეთი.

ბეჭდვა