საქართველოს ელჩი ახალ ზელანდიას ეწვია
საქართველოს ელჩი ახალ ზელანდიას ეწვია
15:40 06.12.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი დოლიძე სამუშაო ვიზიტით ახალ ზელანდიას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ადგილობრივ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა, მათ შორის ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ევროპის განყოფილების დირექტორთან, რობ ტეილორთან და ახალი ზელანდიის პარლამენტში ევროპასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებთან, ენ ტოლისთან (წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მოადგილე) და მარია ლუბეკთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებებში. ასევე, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმები დასახეს.
ბეჭდვა