სოფიო ქაცარავამ ეუთოს ყოველწლიური მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, წევრებს სიტყვით მიმართა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციას საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებისა და შეფასებებისთვის მადლობა გადაუხადა.
„საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე ჩვენ მუშაობას დავიწყებთ, რომ მომავალში ის ხარვეზები აღმოვფხვრათ, რაც ეუთოს ანგარიშში აისახა. ეს არის ჯანსაღი და დემოკრატიული პროცესი, რომელიც ინსტიტუტებს კიდევ უფრო მეტად დახვეწს და ზოგადად საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
