საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის
მისიაში მონაწილეობით საქართველოს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ეს სათანადოდ არის დაფასებული პარტნიორების მხრიდან.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართული „მტკიცე მხარდჭერის მისიაში“ მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას განაცხდა.
„აღნიშნულ მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ფაქტობრივად თავსებადი და თანაწონადია ნატო-ს წევრი ქვეყნისა და ამას ჩვენი პარტნიორები აღიარებენ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ და გარდა იმისა, ჩვენი სამხედროები ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ გლობალური გამოწვევების წინაშე იბრძვიან, ასევე, ჩვენ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუჩენთ “, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს, ასევე, გააჩნია მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალი, რომელის მიმართაც ნატო-ს მხრიდან მზარდი ინეტერსია.
