საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და
თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ, სადაც ხვალ, 6 დეკემბერს, უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე ტერორიზმთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის, ამ კუთხით საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საკითხები განიხილება.
აღნიშნულ ღონისძიებაში პარლამენტის წევრები კონგრესმენ, რობერტ პიტენგერის და სენატორების, ლინდსი გრეჰემისა და რიჩარდ ბურის მოწვევით მონაწილეობენ.
