გივი მიქანაძე მსოფლიოს ელექტრონული პარლამენტის მერვე კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
გივი მიქანაძე მსოფლიოს ელექტრონული პარლამენტის მერვე კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
16:59 04.12.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ქალაქ ჟენევაში 3-5 დეკემბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის ეგიდით მიმდინარე მსოფლიოს ელექტრონული პარლამენტის მერვე კონფერენციაში - „პარლამენტები, ტექნოლოგია და ინოვაცია“ მონაწილეობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გივი მიქანაძე კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებით - „საქართველოს პარლამენტის მიღწევები ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში“ წარდგა და ღია მმართველობის კუთხით საქართველოს პარლამენტში განხორციელებული და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები გააცნო.

გამოსვლის დასასრულს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა კონფერენციის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კონფერენციაში მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტების 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
ბეჭდვა