სტოკჰოლმში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი
ღონისძიებების ფარგლებში, დიასპორული ორგანიზაცია "დეიზის" ინიციატივით, დავით არჩვაძისა და "ქართული კვარტეტის" კონცერტები გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ მიმართა. საქართველოს ელჩმა ქართული დიასპორის როლზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხშიყურადღება გაამახვილა. ელჩმა შვედური ორგანიზაციების "Riff”-ისა და “Vuxenskolan” წარმომადგენლებს ორგანიზაცია "დეიზის" მხარდაჭერისათვის სიგელები გადასცა.
კონცერტზე, რომელშიც მონაწილეობა, ასევე, მიიღეს ინგა ბერაძემ და "ოქროს მუზას"გამარჯვებულებმა ლიზა ჩიჩუამ და ელენე ლეკვეიშვილმა, შესრულდა რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის, რუსუდან სებისკვერაძისა და დათო არჩვაძის სიმღერები.
ღონისძიებას კულტურის სფეროს და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
