ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს
18:33 29.07.2012
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიადის ფინალში გავიდა.
20 წლის ძიუდოისტმა ლონდონურ ნახევარფინალში  სუფთად დაამარცხა იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი მასაში ებინუმა.
შავდათუაშვილმა ოთხივე ბრძოლა იპონით მოიგო. ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ჩილელი ალეხანდრო ზუნიგა, ფრანგი დავით ლაროსი და ბრიტანელი კოლინ ოუთსი. ებინუმას დამარცხებას შავდათუაშვილმა წუთი და 12 წამი დაახარჯა.
ქართველი ძიუდოისტი 66 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში 12 წლით უფროსს, უნგრელ სპორტსმენს მიკლოშ უნგვარს შეხვდება.

ბეჭდვა