ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს შეხვდა
17:53 03.12.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტსა და გერმანიის ბუნდესტაგს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზეც იმსჯელეს, რომელიც გერმანიაში მომავალ წელს იგეგმება.

საუბარი, ასევე, შეეხო თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმის პროცესში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ჩართულობის მნიშვნელობას. გერმანულმა მხარემ საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურა.

ირაკლი კობახიძემ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ბეჭდვა