ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი პასუხი გაეცემა
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი პასუხი გაეცემა
14:23 03.12.2018
„ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ არავის არ უნდა მივცეთ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევისსაშუალება. გვექნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მათთან ერთად გავერკვევითყველაფერში”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში უკრაინის მოქალაქეების დაკავებას.

„ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვსრაიმე განზრახვა ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი, რა თქმა უნდა, კანონიდანგამომდინარე და კანონის ფარგლებში. ამას დააზუსტებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო“,- განაცხადა ირაკლიკობახიძემ.

მისივე თქმით, საკითხით დაინტერესდება პარლამენტი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი ინფორმაციის მოწოდებაზე ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამითდავინტერესდებით ჩვენც. ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ არავის არ უნდა მივცეთ ჩვენს ქვეყანაშიდესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. გვექნება, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა სამართალდამცავორგანოებთან და მათთან ერთად გავერკვევით ყველაფერში”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ბეჭდვა