მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს
01:25 29.02.2012
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ბრძოლისა და გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
"თუ გინდათ რამე იბრძოლეთ, იმუშავეთ, გააგრძელეთ რასაც აკეთებთ და ხალხს დაუტკიცეთ თქვენი საქმე. დაგვამარცხეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. იყავით უფრო გამბედავები, შესთავაზეთ მეტი იდეები და დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი ამას დააფასებს" - მოუწოდა პრეზიდენტმა ოპოზიციას პარლამენტში გამართულ დებატებზე.
მისიევ თქმით, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი არჩევნებში, თავისი პარტიის არჩევნებში გასამარჯვებლად ყველაფერს გააკეთებს.
"არ ვაპირებ ქვეყნის მომავალზე მანიპულირებას და პასუხისმგებლობის მოშორებას, იმის გამო, რომ ეს თქვენ გესიამოვნებათ. ბურთი და მოედანი თქვენია, ხელი გაანძრიეთ და შესაძლოა, ბედმა თქვენც გაგიღიმოთ"- მიმართა სააკაშვილმა ოპოზიციას.
ამასთანავე, მან ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებზე წინასწარი დამარცხების განწყობით წასვლისგან თავის შეკავება ურჩია.





ბეჭდვა