დავით ზალკალიანი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
დავით ზალკალიანი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
17:34 30.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დოუმა მიიღო .

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ნიდერლანდების ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური დღის წესრიგი. ამ კონტექსტში, ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალ შეხვედრას ნიდერლანდელ კოლეგასთან, რომელიც მომავალ კვირას მილანში, ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებშია დაგეგმილი.

შეხვედრაზე საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მისი შედეგები.

ბეჭდვა