პრეზიდენტი კაპრალ გივი ფანცულაიას დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
პრეზიდენტი კაპრალ გივი ფანცულაიას დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
15:38 29.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გივი ფანცულაიას დაღუპვის გამო, რომელიც ავღანეთში მოწინააღმდეგის  მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და თანაუგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
თავდაცის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი გივი ფანცულაია 2012 წლის იანვარში დაიჭრა. მას ამერიკული მხარის მიერ სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა. შემდეგ ის გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კაპრალი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ნერვული სისტემის დაზიანება აღენიშნებოდა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, 3 მარტის შემდეგ გივი ფანცულაია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები 6 თვის განმავლობაში იბრძოდნენ.

ბეჭდვა