დღეს სოფიო კილაძის და ანა ფირცხალაშვილის წიგნის „სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო“-ს პრეზენტაცია გაიმართება
დღეს სოფიო კილაძის და ანა ფირცხალაშვილის წიგნის „სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო“-ს პრეზენტაცია გაიმართება
18:25 29.11.2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის და სამართლის დოქტორის, პროფესორ ანა ფირცხალაშვილის ერთობლივი ნაშრომის „სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო”-ს პრეზენტაცია დს გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, რეფორმის სრულფასოვანი განხორციელებისთვის, დღის წესრიგში დადგა მისი მთელი რიგი დებულებების განმარტების საკითხი, რომლებიც თავმოყრილია აღნიშნულ სახელმძღვანელოში. წიგნი, პირველყოვლისა განკუთვნილია სოციალური მუშაკებისთვის, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ინდივიდებთან პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. სახელმძღვანელო დააინტერესებს სოციალური მუშაობის სამართლის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებს - ადვოკატებს, მოსამართლეებს, სამართალდამცავებს, ისევე როგორც სტუდენტებსა და აკადემიურ წრეებს, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევათ სამეცნიერო კუთხით დაინახონ სოციალური მუშაობის სამართლის ძირითადი თავისებურებები.

ნაშრომი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ბეჭდვა