პარტია „ახალი მემარჯვენეების" ბათუმის ორგნიზაცია ე.წ. „ჭაობის დასახლების“ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა მგელაძე და ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ მიქელაძე „ჭაობის დასახლებაში“ ოსტროვის და გუდიაშვილის ქუჩების მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაცენენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერებმა განაცხადეს, დასახლებაში მოსახლეობას ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს.
„კომუნიკაციები უმძიმეს მდგომარეობაშია, მოშლილია კანალიზაციის სისტემა, წვიმის შემთხვევაში ქუჩები იტბორება, ირგვლივ ანტისანიტარიაა და მოსახლეობა აცხადებს, რომ ფეკალური მასები პირდაპირ ქუჩებში მოედინება"- განაცხადა ჯუმბერ მიქელაძემ.
პაატა მგელაძის თქმით, მოსახლეობის გაზიფიცირების პრობლემაც აქვს. მისი განმარტებით, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, დასახლებაში გაზიფიცირების პრობლემა ვერ მოგვარდა, რადგან მილი, საიდანაც უბნის დასახლებას გაზის შემოყვანა შეუძლია, ძალიან შორსაა და დიდ ხარჯებს მოითხოვს.
