საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რომში, ველაბროს წმინდა გიორგის ტაძარში ქართველი
კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკა შესრულდა.
გია ყანჩელის ნაწარმოებები იტალიელმა მუსიკოსებმა, პიანისტმა ალესანდრო სტელამ და ფლეიტისტმა მაურო კონტიმ შეასრულეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალი ჯანფრანკო რავაზიმ და კომპოზიტორმა, ნიკოლა სანიმ, რომელმაც გია ყანჩელის მუსიკის შესახებ ისაუბრა.
კონცერტს, რომელზეც პირველად შესრულდა ფორტეპიანოსა და ფლეიტისთვის შექმნილი ნაწარმოები 'Ninna Nanna per Anna', წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომის კურიის წევრები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
