რუსეთის ფედერაციის მხრიდან კავკასიის რეგიონში ვითარების ესკალაციის რეალური საფრთხე არსებობს - ამის შესახებ ნათქვამია გეოპოლიტიკური კვლევების
საერთაშორის ცენტრის მიერ ჩატრებულ კვლევაში, რომელიც საქარველოსა და უკრაინაში არსებული შიდა და საგარეო საფრთხეების შეფასებას ეხება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ამ დრომდე მთავარ ეროვნულ საფრთხედ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტის საკითხი რჩება.
„ვითარების ესკალაციის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დავალებაა ხელი შეუშალოს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ასევე, სამხრეთ კავკასია და საქართველო არ გაუშვას თავის „გავლენის სფეროდან“ და ამისთვის მოსკოვი მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს“ - ნათქვამია კვლევაში, რომელიც ქართველი და უკრაინელი ექსპერტების მიერ არის შემუშავებული.
ამასთან, ექსპერტების შეფასებით, მოსკოვისთვის სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმას საქართველოში ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი წარმოადგენს.
კვლევაში განსაკუთრებთ ხაზგასმულია, თბილისიდან 40 კილომეტრში, ახალგორის რაიონში არსებული რუსული საჯარისო შენაერთები და აფხაზეთის საზღვაო აკვატორია, სადაც რუსეთს საბრძოლო-სტრატეგიული დანიშნულების როგორც წყალქვეშა ნავების, ასევე, სამხედრო ხომალდების ბაზირება შეუძლია მოახდინოს.
