პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური დებატები "ჩააბულბულა".
"ბულბულს როგორც მახსოვს მეგრულად მაფშალია ჰქვია, რაზე გამახსენდა იცით ? ჩვენც კარგად ჩავაბულბულეთ ეს დებატები," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს, რომლებიც დღეს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობდნენ. პარლამენტში დაახლოებით 4 საათიანი დებატები 01.00 საათზე დასრულდა.
