„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში დაგეგმილი აქციისთვის მზადება დაიწყო
„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში დაგეგმილი აქციისთვის მზადება დაიწყო
14:50 29.07.2012
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმში დაგეგმილი აქციისთვის მზადება უკვე დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატმა მურმან დუმბაძემ განუცხადა, კოალიციის აჭარის რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან და ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამებს აცნობენ, ასევე, 5 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილ აქციაზე ეპატიჟებიან.

„დარწმუნებული ვართ, რომ ბათუმის აქცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული იქნება“ - დასძინა დუმბაძემ და აქვე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო აქციამდე რეგიონში კოალიციის ლიდერებს ელოდებიან, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

მისივე თქმით, აქცია 5 აგვისტოს ბათუმში ტრადიციულად 19:00 საათზე დაიწყება. აქციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბათუმელებს კოალიციის პროგრამას გააცნობს.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციები უკვე ჩატარდა ქუთაისში, თბილისში, მცხეთაში, ოზურგეთსა და გორში.


ბეჭდვა