ვაკა გორგილაძე: არსებული სურათის თანახმად, ზურაბიშვილი 58%-ს, ვაშაძე კი 42%-ს მიიღებს
ვაკა გორგილაძე: არსებული სურათის თანახმად, ზურაბიშვილი 58%-ს, ვაშაძე კი 42%-ს მიიღებს
20:12 28.11.2018
სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოქვეყნა, სადაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით წერს:

„მეგობრებო, და მხოლოდ... (სხვებს ვურჩევ, არ წაიკითხონ ეს პოსტი ნერვიული აშლილობის, ფსიქიკური მდგრადობის შენარჩუნების მიზნით. მაინც გიფრთხილდებით, თქვენც ხომ ჩვენი მოქალაქენი ხართ)
ცესკოს მიერ 17.00 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად შეიძლება დავასკვნათ შემდეგი:
1. ვინაიდან, ვაშაძეს ელექტორალური პოტენციალი ვერ აღემატება 750 ათას ხმას...
2. ვინაიდან, ოცნების და ანტინაცების ხმების რაოდენობა აღემატება 1 მილიონ ხმას.
საბოლოო შედეგი იქნება შემდეგი:
3.სალომე ზურაბიშვილი 1 მილიონო ხმა (58%), გრიშა ვაშაძე 750 ათასი ხმა (42%).
ამასთან ერთად, თუ აქტივობამ გადააჭარბა 1 800 ათასს ხმას, სალომეს უპირატესობა მხოლოდ გაიზრდება. რა თქმა უნდა აქაც უნდა გავითვალისწინოთ ცდომილება, ეს ხომ მხოლოდ ინტუიციაზე და ზოგადი ტენდენციების ცოდნაზე დამყარებული მსჯელობაა..
ძალიან მაინტერესებს რას გამოაქვეყნებს Edisson research?“-წერს გორგილაძე.

ბეჭდვა