ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
19:07 28.11.2018
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით დასრულდა.

საარჩევნო უბნებზე ამ წუთებში ხმის დათვლის პროცესი იწყება.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

მეორე ტურში ერთმანეთს დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდნენ.

ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ეს უახლოეს საათებში გაირკვევა.

ბეჭდვა