შვეიცარიის ელჩმა დავით ზალკალიანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შვეიცარიის ელჩმა დავით ზალკალიანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
19:52 27.11.2018
შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლუკას ბეგლინგერმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ელჩი საქართველოში თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს .

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლუკას ბეგლინგერს ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ამას გარდა, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და ამ ქვეყნის, როგორც მედიატორის ფუნქცია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის პროცესში.

ამასთან, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სფეროებში, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ კონკრეტულ ნაბიჯებს.

ბეჭდვა