სოფელ მატანში სპორტ-კომპლექსი გაიხსნა
სოფელ მატანში სპორტ-კომპლექსი გაიხსნა
17:18 27.11.2018
საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გახსნეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.

პროექტი კომპლექსის სრულად განახლებას, ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას, ასევე - სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.

სოფელ მატანში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, სპორტ-კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში ტურნირები გამართონ, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ბეჭდვა