უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ცაგარეიშვილის მიერ მინისტრების სახლების სურათების აფრიალებას იაფასიანი ტყუილი უწოდა.
გოკა გაბაშვილის განცხადებით, როდესაც 2002 წელს სააკაშვილმა კორუმპირებული მინისტრების სურათები ააფრიალა, ეს სიმართლე იყო, მაგრამ ახლა ეს ტყუილია.
ცაგარეიშვილმა დღეს დავით კეზერაშვილის, კოტე კუბლაშვილის და ვანო მერაბიშვილის სახლების სურათები პრეზიდენტს პარლამენტში გადასცა. გაბაშვილი კი განმარტავს, ამ სურათებზე გამოსახული სახლები არც მერაბიშვილს, არც კუბლაშვილს და არც კეზერაშვილს არ ეკუთვნის.
"ამ ტყუილზე, თალითობაზე და უსინდისობაზე აგებული პოლიტიკა არ გამოვა" – მიმართა გაბაშვილმა ოპოზიციას.
