„სტრატეგიის დოკუმენტი არის სრული ინფორმაცია პარლამენტის განსახორციელებელი საგარეო პოლიტიკის
შესახებ და იმავდროულად, ჩვენი მოქალაქეების შესაძლებლობა თვალი ადევნონ კომიტეტის მუშაობის პროცესს.
პარლამენტში საქმიანობის დოკუმენტირება ჯერ კიდევ განვითარების და დახვეწის პროცესშია. ასეთი სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა და მის საფუძველზე მუშაობა, ხელს უწყობს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციური მეხსიერების მქონე სახელმწიფო უწყების განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყველაზე აქტუალურ საკითხებზე სამუშაო ჯგუფების ფორმატში იმუშავებს.
მაგალითად, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არაღიარების პოლიტიკა, დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხები. ეს პროცესი დაინტერესებულ მხარეებს პარლამენტთან მეტი ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს და თავად კომიტეტის საქმიანობას უფრო მეტად გახსნილს და გამჭვირვალეს გახდის“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
კომიტეტი პრიორიტეტულად იმუშავებს შემდეგ საკითხებზე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, ევროკავშირის და ნატოს წევრობა, აშშ-თან ურთიერთობების გაღრმავება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ეკონომიკური დიპლომატიის განხორიცელება, უსაფრთხოების საკითხებზე რეაგირება.
