ირაკლი კობახიძე NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:01 26.11.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. მისივე ინფორმაციით, დაისვა კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

“გვქონდა შეხვედრა NDI-ის დამკვირვებლებთან. გავაცანით წინასაარჩევნო გარემო, ვისაუბრეთ კონკრეტულ დეტალებზეც, რომელიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო გარემოსთან. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი, ასევე, მშვიდობიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და ჩვენ ვმოქმედებთ, ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. იყო დასმული გარკვეული კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე, ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა ზუსტი პასუხები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბეჭდვა