პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს სამომავლო პრიორიტეტებს გამოაქვეყნებს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს სამომავლო პრიორიტეტებს გამოაქვეყნებს
10:16 26.11.2018
სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თავის სამომავლო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას გამოაქვეყნებს.

დოკუმენტი შედგენილია ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ხელშეწყობით.

ღონისძიებას გახსნის სოფო ქაცარავა - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ დავით ზალკალიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, და თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

სიტყვით ასევე გამოვლენ ასუნსიონ სანჩეს-რუის - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი, და გიგი ბრეგაძე - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი.

საპარლამენტო კომიტეტების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და გამოქვეყნების პრაქტიკა 2014 წელს ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით დაინერგა. მას შემდეგ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება 15 საპარლამენტო კომიტეტიდან რვამ დაიწყო. ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ეს ვალდებულება ყველა საპარლამენტო კომიტეტს დაეკისრა.

ბეჭდვა