უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი
ეხმაურება.
დავით ზალკალიანი განცხადებას საკუთარ Twitter-გვერდზე აქვეყნებს.
“ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას ხელყოფს. საქართველო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის,” - წერს დავით ზალკალიანი.
