ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს
ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს
18:43 28.07.2012
ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ გივი ფანცულაიას გარდაცვალების  შესახებ თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც „ნიუსპრესს“ თავდაცვის უწყების პრესსამსახურში განუცხდეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაპრალი ფანცულაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში 26 ივნისს გარდაიცვალა. ის 6 იანვარს, თალიბების თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა. მასთან ერთად იმყოფებოდა კაპრალი შალვა ფაილოძეც, რომელიც მიყენებულიჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.




ბეჭდვა