ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გელაპ ინტერნეიშენალმა“ კვლევა
ჩაატარა.
კვლევების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რომ ტარდებოდეს, მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 52% დაუჭერდა მხარს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი 48%.
კვლევა, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.
