საჯად კარიმი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა
საჯად კარიმი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა
01:02 23.11.2018
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ბრიუსელში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - ასე გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი საჯად კარიმი საკუთარ ტვიტერის გვერდზე 21 ნოემბერს ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის გამართულ მაღალი დონის პირველ შეხვედრას.

საჯიდ კარიმმა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის პირველი შეხვედრა, ბრიუსელში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას შეაფასა.

შეხვედრაში, რომელსაც ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ხელმძღვანელობდნენ, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრმა 6 მინისტრმა და 13-მა ევროკომისარმა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ორივე მხარე მიესალმა მაღალი დონის ფორმატში შეხვედრას, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკის ლოგიკურ შედეგს. შეხვედრაზე დაფიქსირდა სურვილი და მზაობა სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ მიზნით, მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები.


ბეჭდვა