საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა არაბეთის გაერთიანებული საემიროების
ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის განხილვის თემები იყო: გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები - ნატოსა და ევროკავშირის მომავალი წევრობა, ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისაკენ მიმავალი გზა და არაღიარების პოლიტიკა, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ქვეყნის შიგნით გატარებული დემოკრატიული რეფორმები.
სოფიო ქაცარავამრუსეთიდან მომავალ კონვენციურ და არაკონვენციურ - ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათთან გამკლავების გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციას შეეხო.
შეხვედრაში ასევე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობდა.
