მამუკა გამყრელიძე: არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს
მამუკა გამყრელიძე: არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს
17:08 22.11.2018

„არაფერი არ სჭირს ამ ბიჭს, მაგრამ საზოგადოდ უზნეობაა ნებისმიერის მხრიდან ნებისმიერი

წამოძახება და დამუნათება პირადი ცხოვრების გამო, ნებისმიერი მხარისთვის!“ -ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა , გრიგოლ ვაშაძის შვილი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია, რასაც ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის   გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ერთერთი წამყვანის აღშფოთება მოჰყვა, რომლის თქმითაც  გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას და რომ წამყვანის მხრიდან ამ თემაზე საუბარი უხერხული იქნება.

 

ბეჭდვა