დავითაია დამნაშავე სეპარატისტებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვს
დავითაია დამნაშავე სეპარატისტებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვს
01:10 29.02.2012
"ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ პარლამენტში გამოსვლისას დამნაშავე სეპარატისტების წინააღმდეგ სამართლებრივი სანქციების გაცემა მოითხოვა.
"როდესაც სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია. არც თუ შორეულ წარსულში მორიგი ეთნოწმენდის მსხვერპლი გავხდით, თუმცა, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაული არა მარტო დაუსჯელი დარჩა, სამართლებრივი სანქციებიც კი არ არის გაცემული დამნაშავეთა წინააღმდეგ. აუცილებელია სისხლის სამართლის დევნის წარმოება მათ მიმართ, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე გენოციდი განახორციელა", – აღნიშნა პაატა დავითაიამ პარლამენტში დებატებზე გამოსვლისას.
მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი უპატიებელი დანაშაულის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ვალდებულება უნდა იყოს.
"უნდა გააქტიურდეს დამნაშავეების წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით", – განაცხადა დავითაიამ.

ბეჭდვა