შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი წალკაში მცხოვრებ უშხვანების 7-სულიან ოჯახს ესტუმრა და ჯანმრთელობის
დაზღვევის სახელმწიფო პოლისები გადასცა.
ჯანდაცვის მინისტრმა ოჯახის წევრებს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებებისა და სარგებლობის წესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, ამჟამად სახელმწიფო დაზღვევით 900 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს, 2012 წლის 1 სექტემბრიდან კი სახელმწიფო დამატებით, მილიონზე მეტ ადამიანს დააზღვევს.
დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა „ჯეო ჰოსპიტალსის" კუთვნილი წალკის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა და კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონალს შეხვდა.
