საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს
მხარდაჭერა გამოხატეს ევროპარლამენტარებმა. ევროპარლამენტის წევრის ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მოსმენა რადგან მინისტრის გამოსვლის მოსმენის შემდეგ ის ოპტიმისტურად განეწყო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
„მე იმ პარლამენტართა შორის ვარ, ვისაც ძალიან უყვარს სიმღერა Georgia in my dreams. თქვენი გამოსვლის შემდეგ მართლაც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენნაირი ადამინების მოსმენა, განსაკუთრებით კი ასეთ დროს და იმ რეგიონიდან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ.
მან ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი ქვეყნის, საქართველოს, ბელორუსიას და უკრაინას შორის თანამშრომლობას და ყურადღება გაამახვილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე. მან მიმართა ევროპარლამენტს მოძებნოს გზები ამ სამი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში რაიმე სახის მონაწილეობის შესახებ.
მან ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ ომსა და რუსულ პროაგანდაზე.
"რისი რჩევა შეგიძლიათ საგარეო საქმეთა კომიტეტისთვის, რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის იმისთვის, რომ რაიმენაირად შევეწინააღმდეგო და შევამციროთ რუსული პროპაგანდა, რომელიც ნაწილია ჰიბრიდული ომისა და რომელიც დაწყებულია არა მხოლოდ იმ ზემოხსენებული სამი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ სხვა მოწყვლადი ქვეყნების წინააღმდეგ"-განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მან ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა რუმინეთის, როგორც მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიმართ.
