არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდობა ჯავახეთის განვითარებისთვის“ ინიციატივით, დღეს ჯიპ-ტური - თბილისი-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ბათუმი გაიმართება.
ტურში მონაწილეობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები მიიღებენ.
ღონისძიების ფარგლებში ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონებში გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
ჯიპ-ტური ბათუმში დასრულდება.
