საქართველოს ელჩმა დანიელ მორგანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი სკოლის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ელჩმა დანიელ მორგანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი სკოლის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
15:00 20.11.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ, მონაწილეობა მიიღო დანიელ მორგანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი სკოლის კონფერენციაში თემაზე: "აშშ-საქართველო -აზერბაიჯანი: გლობალური და რეგიონალური ხედვები მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ".

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციის პირველი ნაწილის - "სამხრეთ კავკასია გზაგასაყარზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები" ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ისაუბრა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან რეგიონის ქვეყნები. ასევე, დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ არჩევანზე და ამ პროცესში საქართველოს მიერ ბოლო წლების განმალობაში მიღწეულ პროგრესზე. საკუთარ გამოსვლაში, ელჩმა ასევე რეგიონის ქვეყნებთან ვაჭრობისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილა.

კონფერენციას აკადამიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა