პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
შენობასთან იმ მოქალაქეების დაჯარიმებას აპროტესტებენ, რომლებმაც პარტიებისთვის შემოწირულობა განახორციელეს.
როგორც აქციაზე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, ხელისუფლებამ ჯარიმა მხოლოდ რეალურ ოპოზიციურ ძალას დააკისრა, ხოლო სხვა პარტიების, მაგალითად, „ქრისტიან-დემოკრატების“ მიმართ მსგავსი სანქციები არ გაუტარებია.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყაჩაღების პალატაა, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. პარტიის შემომწირველთა დაჯარიმება კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ხელისუფლებას ხალხის დაშინება და არჩევნების გაყალბება სურს“-განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედება ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.
როგორც კუკავამ აღნიშნა, დღევანდელმა აქციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა შეაჩეროს და თუ ეს ასე არ მოხდა მაშინ, მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ექცევა პოლიტიკურ სუბიექტებს.
