"კახეთის დიდი აღორძინების" პროექტი სამ დღეში გაიხსნება
"კახეთის დიდი აღორძინების" პროექტი სამ დღეში გაიხსნება
00:55 29.02.2012
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად "კახეთის დიდი აღორძინების პროექტს" სამ დღეში გახსნის.  ამის შესახებ მან პარლამენტში პოლიტიკურ დებატებზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამჯერ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკის მოცულობა, 50%-ით შემცირდა გადასახადები და საქართველოს ბიუჯეტი ათჯერ გაიზრდა.
ამასთან, მან საპარლამენტო უმცირების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები ვილებსარ იშენებენ, მაგრამ მათ აქვთ ენთუზიაზმი ააშენონ ახალი ბათუმი, სიღნაღი, თელავი და მესტია.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტში გამომსვლელი ოპოზიციური ძალები ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესებს წარმოადგენენ, რომლებსაც ხელისუფლებაში დაბრუნება და გამდიდრება სურთ.
"საპენსიო ფონდის ყოფილი დირექტორები, პოლიციის მაღალჩინოსნები, შევარდნაძის მთავრობის ცნობილი და კარაგ დავიწყებული დრომოჭმული სახეები - ეს ხალხი ცდილობს, რომ ხელახლა ხელები მოიფშვნიტონ და ძარცვონ საქართველო" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მუდმივად კონტროლდება, რომ არ მოხდეს ხელისუფლების დაჭაობება და ისინი ერთ მდინარეში ორჯერ შესვლას ვერ შეძლებენ.



ბეჭდვა