„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს
„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს
19:04 27.07.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ერთმანეთთან კონსულტაციების შედეგად უნდა იქნეს მიღებული.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან მხოლოდ „თეთრები“ და ტრადიციონალისტები არიან. ჩვენ ყოველთვის ვუცხადებდით სოლიდარობას ყველა პოლიტიკურ პარტიას. იმედი მაქვს, რომ არჩევნებისთვის ოპოზიცია 73 ოლქში ერთიანი კანდიდატების წარდგენას შეძლებს“ - განაცხადა კუკაავამ.
მისი თქმით, პარტია „თავისუფალი საქართველო“ მაჟორიტარ კანდიდატებს მომავალ კვირამდე არ დაასახელებს.

ბეჭდვა