ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნებოდა შოვინიზმსა და სიძულვილის ენას
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნებოდა შოვინიზმსა და სიძულვილის ენას
15:01 19.11.2018
„ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ „ღირებულებების“ კიდევ ერთი გამოხატულებაა“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული პიარსპეციალისტის მოშე კლუგჰაფტის თაობაზე გააკეთა.

„ეს არის ის „ღირებულებები“, რომელსაც ეფუძნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს არის შოვინიზმი, ეს არის სიძულვილის ენა და ამას გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადად და კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილი“,-აცხადებს კობახიძე.

ბეჭდვა