წიკლაური - "ქართული ოცნება" ოქტომბრის არჩევნებში პოლიტიკური ასპარეზიდან გაირიყება
წიკლაური - "ქართული ოცნება" ოქტომბრის არჩევნებში პოლიტიკური ასპარეზიდან გაირიყება
00:45 29.02.2012
საპარლამენო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის აზრით, მიმდინარე წლის ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნება" პოლიტიკური ასპარეზიდან გაირიყება.

როგორც წიკლაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიციის ახალ ჯაჭვში ახალი სახელი "ქართული ოცნება" გამოჩნდა, თუმცა, პირველ რიგში უნდა იკითხონ რატომ უნდა იყოს ის ჩვენთვის ოცნება.

"ისინი გვეუბნებიან რომ არ მოვითხოვოთ ოკუპაციის აღიარება. გვეუბნებიან, რომ რუს ხალხს მოსწონს პუტინი და პუტინი იქნება დემოკრატი ლიდერი. ვეკითხები 9 აპრილს დაღუპულებს, 9 აპრილის ჯალათის ლებედის დაფინანსებით არის თუ არა ეს ქართული ოცნება? ვეკითხები ასევე, ასობით ათასს დევნილს, ის ვინც გადაწვა ჩვენი სახლები, ეს არის ქართული ოცნება? პასუხი არის ერთი - ეს არ არის ქართული ოცნება, ეს რუსული ოცნებაა", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისი შეფასებით, ვერავინ ეღირსება საქართველოში რუსული ოცნების ახდენას. "ქართული ოცნების" მსაჯული კი არის ხალხი, რომელიც ოქტომბრის არჩევნებში განაჩენს მათ წინააღმდეგ გამოიტანს.

ბეჭდვა