საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა
17:07 15.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები იქნა განხილული.

შეხვედრის ფარგლებში ირანის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ბეჭდვა