პრემიერ-მინისტრი გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის მომსახურებას გაეცნო
პრემიერ-მინისტრი გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის მომსახურებას გაეცნო
15:47 27.07.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკას ეწვია და დღეს გულზე სიმსივნის მოსაკვეთად ჩატარებული  ოპერაციის დეტალებს გაეცნო.

მერაბიშვილი ოპერაციის ღირებულებით დაინტერესდა და განუცხადეს, რომ თანხამ 9 200 ლარი შეადგინა. როგორც პრემიერთან საუბარში ექიმებმა აღნიშნეს, ოპერაციის ხარჯები მთლიანად სადაზღვევო კომპანიამ დაფარა.

მერაბიშვილის თქმით, არც ერთი მოქალაქე არ უნდა დარჩეს, ვისთვისაც საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი ოპერაცია ხელმიუწვდომელი იქნება.



ბეჭდვა