„ლეიბორისტები“ მშენებლობაზე დასაქმებულებისთვის ძლიერი სიცხეების გამო შეღავათებს მოითხოვენ
„ლეიბორისტები“ მშენებლობაზე დასაქმებულებისთვის ძლიერი სიცხეების გამო შეღავათებს მოითხოვენ
15:09 27.07.2012
„ლეიბორისტული პარტია“ მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის ძლიერი სიცხეების გამო სპეციალური პირობების შექმნას მოითხოვენ.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ დღეს იუსტიციის სახლის მშენებარე შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიბლაძის თქმით, პარტიას ათობით მუშამ მიმართა, რომლებიც აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელები მათ თაკარა მზის ქვეშ მუშაობას აიძულებენ, რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ლეიბორისტები“ მოითხოვენ, ხელისუფლებამ იშუამდგომლოს სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებთან, რათა მუშებს ხელფასი შეუნარჩუნდეთ, ხოლო დღის საათებში, აუტანელი სიცხეების პირობებში, მათ მუშაობა აღარ აიძულონ.


ბეჭდვა