ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიის წევრის დეპუტატ გურამ ჩახვაძის განცხადებით, ედპ პოლიტიკურ ბრძოლას უცხადებს ყველა მეოცნებე პარტიას,
რომელთაც პოლიტიკური ამნეზია დაემართათ.
"ედპ პოლიტიკურ ბრძოლას უცხადებს ყველა იმ ძველ თუ ახალ მეოცნებე პარტიას, რომელთაც პოლიტიკური ამნეზია დაემართათ და მათი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შედეგი _ საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება იქნება. მათი საქმიანობა უკვე გაცდა ჩვეულებრივი ოპოზიციონერობის ზღვარს, ესაა ბრძოლა ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ" – განაცხადა დღეს პოლიტიკური დებატებისას გურამ ჩახვაძემ.
